ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა ხვალისთვის გადადო
                                                                                                                    
                ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომიისიამ  დღეს საარჩევნო უბნებიდან შესული 20 საჩივრიდან  18 განიხილა. ხოლო ორი საჩივრის განხილვა ხვალ მოხდება. 
25-ე, 50-ე, 52-ე, 53-ე, 47-ე, 55-ე, 57-ე, 62-ე, 78-ე, 16-ე, 36-ე, 14-ე, 80-ე, 121-ე, 30-ე, 17-ე, 89-ე და 75-ე -ეს იმ უბნების ჩამონათვალია, სადაც დამკვირვებლების მიერ სხვადასხვა  პროცედურულ დარღვევებზე საჩივრები დაიწერა. 
კომისიის გადაწყვეტილებით, საჩივრების ნაწილი არ დაკმაყოფლდა, ხოლო ნაწილის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. 
#59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა,  რომ საჩივრებში ზოგიერთი უბნის ბათილად ცნობის საკითხი იდგა, ქუთაისში არცეთრი საარჩევნო უბნის შედეგები არ გაბათილებულა.  
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





18:30
16:36
10:58
23:12
12:36
















