ციფრული მაუწყებლობის უპირატესობა არის მეტი ხარისხი - პრეზენტაცია ქუთაისში
ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბროშურის "მარტივად ციფრულ მაუწყებლობაზე" პრეზენტაცია გაიმართა.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესებზე, ბლოგ GeoDigital.TV - ის წევრებმა ისაუბრეს.
"ჩვენი მიზანია ქართული აუდიტორიისთვის შეგვექმნა წყარო, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე
ამომწურავ ინფორმაციას მოუყრიდა თავს ერთ გზამკვლევში. გთავაზობთ ბროშურას, რომელიც
ვიმედოვნებ ამ მიზანს ასრულებს,"–ამბობს GeoDigital.TV–ის მთავარი რედაქტორი ივან პოლტავეცი.
მისივე თქმით, მოდერნიზაციის პროცესი, საქართველოში მაუწყებლობას მეტ ხარისხსა და შესაძლებლობებს მოუტანს.
"ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლა არის საქართველოს მოვალეობა. ციფრული მაუწყებლობის უპირატესობა არის მეტი ხარისხი, მეტი გამოსახულება და მეტი არხი,"-ამბობს ბლოგ GeoDigital.TV - ის რედაქტორის მოადგილე, მართა არდაშელია.
საქართველოში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წლის ივნისიდან დაიწყება.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა