|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია შვებულებაშია

ქუთაისის ახლადაჩეული მერი შოთა მურღულია შვებულებაში იმყოფება. მურღულია ფასიან შვებულებაში მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ყოფნისას, მიმდინარე წლის 5 მაისიდან 5 ივნისამდე გავიდა. ხოლო 6 ივნისიდან 1 ივლისამდე უფასო შვებულებით ისარგებლებს. 

შოთა მურღულია ქუთაისის  მერის მოვალოების შემსრულებლად 2013 წლის ნოემებრში დაინიშნა. 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად კი ის ქალაქის მერად იქნა არჩეული. 
მურღულიას, როგორც არჩეულ მერს თანამდებობის ოფიციალური ჩაბარება მიმდინარე წლის 25 ივნისის შემდეგ შეეძლება. 

ავტორი: თეკლე მორგოშია