|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არასაპარლამენტო ოპოზიცია" ქუთაისში 6 უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ქუთაისის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი ქუთაისის ოლქში შემავალი 6 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვენ. ქუთაისში  "არასაპარლამენტო ოპოზიციის" სიის პირველი ნომრის, გოგი წულაიას თქმით, საარჩევნო უბნებზე და საოლქო საარჩევნო კომისიაში შეგნებულად მოხდა იმ ბიულეტენების ბათილად ცნობა, სადაც ამომრჩევლის მიერ "არასაპარლამენტო ოპოზიცია" იყო შემოხაზული.

"იმის გამო, რომ იცოდნენ მე მათ საკრებულოში არ მოვასვენებდი, შეგნებულად მოხდა ჩემს წინააღმდეგ წასვლა. თუმცა ვპირდები ადგილობრივ ხელისუფლებას საკრებულოს გარეთაც არ მოვასვენებ," - აცხადებს გოგი წულაია.
მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისია დღეს "არასაპარლამენტო ოპოზიციის" დამკვირვებლების საჩივრებს განიხილავს.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა 17 საათზე იწყება.
 
 

ავტორი: თეკლე მორგოშია