|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფონდი "სოხუმი" - ქუთაისში მედია ქალ კანდიდატებს აქტიურად აშუქებდა

კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდში "სოხუმი" ქუთაისში მოქმედ მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პროექტის ხელმძრვანელების დაინტერესებას წარმოადგენდა ის, თუ როგორ აშუქებდა ადგილობრივი მედია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების საარჩევნო კამპანიას.
"გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი მედია ქალ კანდიდატებს აქტიურად აშუქებდა და მათი ეს ტემპი შემდგომშიც არ განელდება," - განაცხადა ფონდი "სოხუმის" საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელმა, ლალი შენგელიამ.
შეხვედრა ფონდ "სოხუმში" პროექტის "გენდერული საკონსულტაციო საბჭოები-ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის" ფარგლებში გაიმართა.  
როგორც ფონდში აცხადებენ, საკრებულოებთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოები ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში გასული წლის სექტემბრიდან მოქმედებს. 
აღნიშნული პროექტი სამწლიანია და გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფოსა და საზოგადოების თანამშრომლობას ითვალისწინებს

ავტორი: დეა მანაგაძე