|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 3630 საარჩევნო ბიულეტენი გაბათილდა

ქუთაისში, 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე  3630 ბიულეტენი გაბათილდა. აქედან 1683 ბიულეტები მერობის კანდიდატების არის,  ხოლო 1947 - პროპორციული სიის. გაბათილებული ბიულეტენების ოდენობა 15 ივნისის არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 4,5 პროცენტს შეადგენს.

გაბათილებული ბიულეტენების თავიდან გადახედვას და შემოწმებას „არასაპარლამენტო ოპოზიციის“  წარმომადგენელი, ივანე კაპანაძე 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი საჩივრით მოითხოვდა, თუმცა კომისიამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კაპანაძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათილად ჩათვლილ ბიულტენებს შორის არის ისეთები, რომლებიც არ უნდა გაბათილებულიყო. კაპანაძის თქმით ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის ფონზე  შეუძლებელია ამდენი ბიულეტენი გაბათილდეს. თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა განუმარტეს, რომ წინა 2008, 2010, 2012, 2013 წლების არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების ოდენობა იმაზე მეტი იყო ვიდრე ახლა.  " "მათ ავიწყდებათ ის, რომ ზემოთაღნიშნულ წლებში მოქალაქეთა აქტიურობა უფრო მეტი იყო, ვიდრე წელს. ჩვენ შედარება იმაზე უნდა გავაკეთოთ თუ რამდენი ამომრჩეველი მივიდა და რამდენი ბიულეტენი გაბათილდა“,-  განაცახადა კაპანაძემ

ავტორი: თეკლე მორგოშია