ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების თაობაზე საჩივრების განხილვა დღეს დაასრულა.
საოლქომ სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური პარტიების მიერ დაწერილი 44 საჩივარი განიხილა. აქედან, 20 საჩივარი საოლქო კომისიაში არჩენების დღეს დაიწერა.
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში ერთ დღის ვადაში უნდა მოხდეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 15 ივნისს ჩატარდა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა