|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "ნაციონალები" 11 საარჩევნო უბნის შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ

ქუთაისელმა "ნაციონალებმა" 11 საარჩევნო უბნის შდეგები შესაძლოა საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ.

"ნაციონალური" მოძრაობის  ქუთაისის წევრის გია უკლებას განმარტებით, ქუთაისში 54, 12, 43, 55, 58, 87, 40, 78, 80, 3, 117 უბნებზე ხმების რაოდენობა ბიულეტენების რაოდენობას არ დაემთხვა და ე.წ. სომხური კარუსელი დატრიალდა.
"მაგალითად, 117 - ე უბანზე გახსნეს მხოლოდ პროპორციული სიის ბიულეტენები, ჩვენ მოვითხოვეთ გაეხსნათ ბათილი ბიულეტენებიც, თუმცა ამაზე უარი მივიღეთ. გასაკვირი ისაა, რომ ბათილი ბიულეტენები ცალკე ტომარაში აღმოჩნდა. მსგავსი დარღევები იყო დანარჩენ უბნებზეც, მაგალითად, გადასატან ყუთს 55-ე უბანზე გაჰყვა არაუფლებამოსილი პირები,"- ამბობს უკლება.
მისივე თქმით, ჩამოთვლილი ტიპის  დარვევებზე მათ საჩივარი  ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანეს. თუმცა კომისიამ აღნიშნული საჩივრები არ დააკმაყოფილა.
"ნაციონალები" ოფიციალურ პასუხს საჩივრების დაკმაყოფილების თაობაზე, დღეს 12 საათზე მიიღებენ. რის შემდეგაც, როგორც "ნაციონალები" ამბობენ, გადაწყვეტენ საჩივრების საქალაქო სასაართლოში შეტანის საკითხს. 

ავტორი: ანა ჯანაშია