პრემიერ-მინისტრი ვერ არჩევს რა არის დეკრიმინალიზაცია და რა ლეგალიზაცია - დისკუსია ქუთაისში
ქუთაისში ორგანიზაცია „ახალი გზის“ ოფისში შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ნარკოტიკებთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სართაშოროსო დღეს, 26 ივნისს მიეძღვნა.
ორგანიზაციების „ახალი გზა“და „რუბიკონი“-ს წარმომადგენლებმა იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რასაც საქართველოში აქვს ადგილი ნარკომანიასთან ბრძოლის გზაზე. მათი თქმით, მთავარი პრობლემა რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას უკავშირდება, რომელსაც ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს. მათი ინფორმაციით, ამ პოლიტიკამ გაზარდა ნარკომომხმარებელთა რიცხვი და ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აყვავება გამოიწვია, რომელიც სიცოცხლისთვის გაცილებით საშიშია. როგორც ჩანს ხელისუფლებას პრობლემის არსი გააზრებული არა აქვს - აღინიშნა შეხვედრაზე.
„ახლახანს ჩატარებულ
პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის პასუხი იყო სრულიად არაადეკვატური ყველა მოთხოვნაზე,
რასაც ჩვენ ვუყენებთ. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ არ არის თემაში გარკვეული, ვერ არჩევს
რა არის დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია. ნორმალურად მიაჩნია ამხელა ჯარიმები, ნორმალურად
მიაჩნია ნარკომომხმარებლების სისხლის სამართლის
დევნა, რაც ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის.“, -აღნიშნა ორგანზიაცია „ახალი გზა“ სუბკოორდინატორმა
ზაზა ქარჩხაძემ.
შეხვედრის მონაწილეთა დასკვნით აუცილებელია, რომ მოხდეს
კანონის ლიბერალიზაცია, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოხდეს მომხმარებელთა დეკრიმინალიზაცია. „ეს ადამიანები ნარკოტიკების მომხმარებლები
დასჯის ნაცვლად უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ მკურნალობით, რეაბილიტაციით, ზიანის შემცირების
პროგრამებით, რაც არის ერთადერთი სწორი მიდგომა,
ეს მოწინავე ქვეყნების გამოცდილებამაც აჩვენა“, - აღნიშნა ზაზა ქარჩხაძემ.
ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელი და ზიანის შემცირების
ქსელი აწარმოებს კამპანიას კანონის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, რომლის სლოგანია „ჩემი
რეპრესია, შენი რეგრესია“. აღნიშნული კამპანიის
ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს
მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე.
მიმდინარე წლის 26 ივნიისს 15 საათზე ზემოთაღნიშნული
ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტთან გამართავენ
აქციას. პეტიცია 100 ათასი ადამიანის ხელმოწერით გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი