|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აფხაზეთიდან აფხაზეთამდე - ფესტივალი ქუთაისში

ქუთაისში, დევნილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქალაქო ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი სახელწოდებით `აფხაზეთიდან აფხაზეთამდე მდიდარი წარსულით - ღირსეული მომავლისკენ“  ფონდი „სოხუმის“ ორგანიზიებით განხორციელდა და მასში დევნილთა პრობლემატიკაზე მომუშავე ბევრმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

ორგანიზაციებმა მათი მუშაობის ამსახველი სტენდები წარმოადგინეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ორ ათეულ წელზე მეტია დევნილები ვართ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ  სიცოცხლის სიყვარული და მომავლის იმედი არ დაგვიკარგავს. ჩვენ აქაც ვაგრძელებთ ცხოვრებას, აქაც ვშრომობთ, რომ წარმატებულები დავბრუნდეთ აფხაზეთში“, -აღნიშნა  მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა.

აღნიშნული ორგანიზაციები სოხუმში მცხოვრებ აფხაზ ქალებთანაც თანამშრომლობენ და როგროც თავად აღნიშნავენ ცდილობენ მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას.

„ფონდ „სოხუმსაც“ და ჩვენს ორგანიზაციას, მეწარმე ქალთა ფონდს, გვაქვს კონტაქტი აფხაზ ქალებთან, რომლებიც სოხუმში ცხოვრობენ.  ვხვდებით ერთმანეთს და  ეს  სწორი ინფორმაციის გაზიარების საშუალებას გავძლევს. გვეხმარება სწორი მიმართულებით  წარვმართოთ ჩვენი საქმეები. ჩვენი მათთან მუშაობა მიმართულია კონფლიქტის დარეგულირების მიზნით. გალის რაიონშიც ვმუშობთ ერთობლივად და  შეხების ბევრი  წერტილი გვაქვს“, -აღნიშნა მერი გელაშვილმა 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი