|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არასაპარლამენტო ოპოზიცია" ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის

"არასაპარლამენტო ოპოზიციის" სიით პირველმა ნომერმა, გოგი წულაიამ, დღეს ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის წინაღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

როგორც წულაია განმარტავს, ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიამ მისი მოთხოვნა ბათილი ბიულეტინების თავიდან გადათვლის თაობაზე მიზანმიმართულად არ დააკმაყოფილა.

წულაია ასევე ამტკიცებს, რომ ქუთაისის N 59 საოლქო საარჩევნო კომისია კოალიცია "ქართული ოცნების" ინტერესებს იცავს და მათთან თანამშრომლობს.

"ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩვენი საჩივარი ფეხებზე დაიკიდა და არ დააკმაყოფილა. მათ ქუთაისში დაფიქსირებული 3500–მდე ბათილი ბიულეტინი თავიდან არ გადაითვალა. დაგვცინეს, როცა მიზეზად  ქვორუმის არარსებობა დაასახელეს. მთავარი ისაა, რომ  ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მოხდა,ისინი "ქართული ოცნების" ინტერესებს იცავენ და მათთან თანამშრომლობენ. ამიტომ ახლა სასამართლოს გზით შევეცდებით ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას,"- აცხადებს წულაია.

ავტორი: ანა ჯანაშია