სტიქიით დაზარალებული ოჯახების განცხადების მიღება იწყება
სტიქიით დაზარალებული ოჯახების განცხადების მიღება იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, განსახლების მსურველი, სტიქიით დაზარალებული ოჯახების განაცხადების მიღება 30 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იწყება.
სამინისტროს განმარტებით, განაცხადის შესავსებად ოჯახის წარმომადგენელი ქვემოთ ჩამოთვლილ მისამართებიდან ერთ-ერთზე უნდა გამოცხადდეს: ქ. თბილისი - თამარაშვილის 15ა (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო); ქ. ზუგდიდი - რუსთაველის N87; (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეგიონალური სამმართველო); ქ. ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის N27; ((საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეგიონალური სამმართველო);
სამინისტროს ინფორმაციით, პირმა განაცხადის შესავსებად უნდა წარმოადგინოს განმცხადებლის პირადობის დამატასტურებელი მოწმობა; ოჯახის არასრულწლოვანი წევრების დაბადების მოწმობები. ასევე, ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); სამედიცინო დოკუმენტი ფორმა NIV-100/ა, (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არის მუდმივად მწოლიარე, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება ან აქვს დარღვეული ფსიქიკური ფუნქცია;)
სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-საექსპერტიზო
შემოწმების აქტი (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად,
მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის
პირები); მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობა და სხვა
შესაბამისი დოკუმენტაცია (თუ მშობელი ან ქვრივი მარტო ზრუნავს
მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე); მეურვეობისმზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა (თუ ხანდაზმულები ახორციელბენ მეურვეობას ან მზრუნველობას
არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ).
ავტორი: ნიუპრესი