|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "არასაპარლამენტო ოპოზიციას" სარჩელი არ დაუკმაყოფილა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  ბლოკ "არასაპარლამენტო  ოპოზიციას" სარჩელი არ დაუკმაყოფილა. აღნიშნულ ბლოკს სარჩელი ქუთაისის #59-ე საოლქო  საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ქონდა შეტანილი. რადგან, საოლქო კომისიამ ბათილი მაჟორიტარული ბიულეტენების თავიდან გადათვლის თაობაზე მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე გენადი მაკარიძემ მოსარჩელე მხარეს გაუნამრტა, რომ მათი სარჩელი  მტკიცებულებების არარსებობის გამო ვერ დააკმაყოფილა. 

"ეს იყო ნამდვილად  უსაფუძვლო სარჩელი. რადგან, "არასაპარლამენტო ოპოზიციამ"  ვერც ერთი ფაქტი და მტკიცებულება ვერ  წარმოადგინა", - განმარტა  ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტმა, მაია სვინტარძემ. 
გაასაჩივრებს თუ  არა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწვეტილებას "არასაპარლამენტო ოპოზიცია" ამ დროისთვის უცნობია. 
"გადაწყვეტილი ჯერ არ გვაქვს გავასაჩივრებთ თუ  თუ არა. თუმცა, ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვას აზრი არ აქვს", - აღნიშნა "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენელმა, ივანე კაპანაძემ. 
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი  2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" გარდა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმაც შეიტანეს. რომლის განხილვა ხვალ 13:00 საათზე მოხდება. 

ავტორი: თეკლე მორგოშია