|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება

თვის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ იქროლებს ქარი, თბილისში ქარის სიჩქარე დღეს 20-22 მეტრი წამში იქნება, ხვალ კი, 10-15 მეტრი წამში. 
ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში, დღეს და ხვალ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა 25 ივნისსაც შენარჩუნდება. 
26-27 ივნისს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს.
29 ივნისს კი დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, ასევე იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი