ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ დააკმაყოფილა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის
წარმომადგენლების შეტანილი სარჩელი 15 ივნისის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით
არ დააკმაყოფილა. მოსამართლე გენადი მაკარიძის განმარტებით, მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი
არანაირი მტკიცებულება იმისა, რასაც სარჩელში ითხოვდა. შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა
მათი სარჩელი. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლოსთვის მიწოდებული დოკუმტებიდან
ჩანს, რომ იმ უბნებში, სადაც "ნაციონალები" შედეგების თავიდან გადათვლას ითხოვდნენ, დარღვევები ნამდვილად იყო. მოსამართლის გადაწყვეტილებამდე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სასამართლო
პროცესზე შუამდგომლობა დააყენეს იმის შესახებ, რომ სამი უბნის შედეგები თავიდან დათვლილიყო,
თუმცა არც ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომიასში "ნაციონალური მორაობის" წარმომადგენლის, გია უკლებას განმარტებით, ამ დროისთვის გადაწყვეტილი
არა აქვთ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული უფლება - საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრების შესახებ - გამოიყენონ თუ არა. გასაჩივრების
ვადა ერთი კალენდარული დღეა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 15 ივნისის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სარჩელის
დაკმაყოფილებაზე თქვა უარი. ეს სარჩელი ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციას" ჰქონდა შეტანილი.
ავტორი: თეკლე მორგოშია