ქუთაისის სამედიცინო პროფესიულ სასწავლო ცენტრში ექთნებს გადაამზადებენ (R)
ქუთაისის სასწავლო და კვლევით ცენტრში ექთნებისთვის პროფესიული სასწავლო კურსი იწყება. კურსები "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ინიციატივით ხორციელდება და განკუთვნილია მათთვის, ვისაც ექთნად მუშაობის უფლება აქვს და შესაბამისი დიპლომი გააჩნია.
ქუთაისის სასწავლო ცენტრში განმარტავენ, რომ "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" იღებს ვალდებულებას, წარმატებული კურსდამთავრებულები, თავის ქსელის შემადგენლობაში შემავალ ჰოსპიტალებში დაასაქმოს. ექთნის კურსების გავლა შეუძლიათ როგორც ქუთაისში, ასევე იმ რეგიონებში მცხოვრებთაც, სადაც განთავსებულია "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" შემადგენლობაში არსებული კლინიკები.
პროფესიული
კურსი 6 თვიანია და სწავლის ღირებულება ყოველთვიურად 150 ლარს შეადგენს. საექთნო კურსებზე
საბუთების მიღება 23 ივნისიდან 8 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო სწავლა 15
სექტემბერს დაიწყება. როგორც ქუთაისის სასწავლო ცენტრში განმარტავენ, საბუთების მიღების
პროცედურა მარტივია. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ პირადობის, ექთნად მუშაობის
დამადასტურებელი მოწმობა და შეავსონ განაცხადი.
ავტორი: დეა მანაგაძე