|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საზეიმოდ აღინიშნება

27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა თბილისში საზეიმოდ აღინიშნება. 

ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება.
კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მთავრობის წევრები დაესწრებიან.
27 ივნისს, ბრიუსელში, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელმოწერის ცერემონია ადგილობრივი დროით, 09:00 საათზე გაიმართება. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან  ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამის შემდეგ იგი  ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
პრემიერ-მინისტრი საქართველოში იმავე დღეს დაბრუნდება და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრება.

წყარო:ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა