პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
23 ივნისიდან საჯარო სკოლებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება დაიწყო. დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა 2014 წლის 4 ივლისია.
"განათლების და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პირველ კლასში დარეგისტრირებულ მოსწავლეთა მშობლებს, რომ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა 4 ივლისამდე უზრუნველყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმებული იქნება," - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი 2014 წლის 20 ივნისს დასრულდა.
საჯარო და კერძო სკოლებში სულ 45 421 მოსწავლეა რეგისტრირებული.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა


16:05
13:33
12:21
16:16
14:41
















