ქუთაისის მერიაში მედიკამენტებით დახმარების პროგრამის ბიუჯეტი ამოიწურა
ქუთაისის მერიის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი ამ დროისთვის ამოწურულია. აღნიშნულის გამო სოციალურად დაუცველი მოქალაქეები პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებს ვერ იღებენ.
"არჩევნებმადე ორი კვირით ადრე სოციალურ სამსახურში შევიტანე განცხადება წამლების მისაღებად. თან ფორმა 100 მივიტანე. მაგრამ წამლები კი არა, პასუხიც კი არ მიმიღია, რამდენი კვირა გავიდა მას შემდეგ", - ამბობს ქუთაისში მცხოვრები, მედეა კუჭავა.
კუჭავა ამბობს, რომ სამსახურში განცხადების პასუხის მოსაკითხად მისულს უფროსი არ დახვდა. "მარგველაშვილს ხომ ვერასოდეს ნახავ თავის კაბინეტში. ნეტავი ვიცოდე სად დადის და იქ მაინც მივაკითხავდი", - აღნიშნავს კუჭავა.
"განცხადებაზე პასუხს ის მოქალაქე აუცილებლად მიიღებდა, მე ასე მგონია", - ამბობს ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ მარგველაშვილი.
მარგველაშვილი განმარტავს, რომ მედიკამენტებით დახმერება ორ კომპენატად არის წარმოდგენილი პროგრამაში. ერთი არის მედიკამენტების გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თირკმლების პრობლემა აქვთ, ხოლო მეორე ნაწილი არის სხვა დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა.
"თანხები სწორედ ამ მეორე კომპონენტისთვის არის ამოწურული. ველოდებით როდის მოხდება საკრებულოს სხდომაზე თანხების გამოყოფა", - ამბობს ზურაბ მარგველაშვილი. მისი თქმით, პროგარამისთვის თანხის დამატება გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხდა. მარგველაშვილის განმარტებით, კანონის თანახმად, წინასაარჩევნოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკრძალული იყო საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელება.
ქუთაისის მერიის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგარმის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენდა.
სოციალური სამსახურის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 3000-მდე ბენეფიციარი არის დაკმაყოფილებული. ხოლო მედიკამენტების მისაღებად 50-ზე მეტ ბენეფიციარს განცხადება აქვს დაწრილი.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა