|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლონეთის დელეგაცია ქუთაისში - მხარეებმა რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს

იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი პოლონეთის რეგიონის, კუიევო პომერანიის გუბერნატორსა და  მის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა იმერეთის რეგიონში არსებულ პრობლემებზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„ეს შეხვედრა ატარებს გაცნობით ხასიათს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე რაც შეიძლება მიმზიდველი იყოს იმერეთის რეგიონისთვის. ძირითადი თემები შეეხო ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სტუმრებმა თავად დასვეს საკითხი ინდტუსტრიის სეგმენტის განვითარების შესახებ. გვქონდა მოლაპარაკება რომ გავცვალოთ პროგრამები. გვექნება საჯარო მოსამსახურეების განათლებასთან დაკავშირებით გაცვლით პროგრამები. ვიმედოვნებ, რომ ანალოგიური შეხვედრები საფუძველს მისცემს ჩვენი რეგიონებს დაახლოებას,“- ამბობს იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი.

როგორც თავად პოლონეთის რეგიონის კუიევო პომერანიის გუბერნატორი პიოტრ სელბესკი ამბობს, ის კმაყოფილია შეხვედრით და მზადაა იმერეთის რეგიონის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის.

 

ავტორი: ანა ჯანაშია