|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით სერგეენკო - საპენსიო სისტემის ახალ მოდელზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება

საქართველოს ჯანდაცვის, მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საპენსიო სისტემის ახალ მოდელზე გადასვლა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე საკონსულტაციო და ანალიტიკური სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიო ბანკთან. განიხილება ექსპერტებთან დაგრვებითი პენსიის რამდენიმე მოდელი. პირველ ეტაპზე ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე განხორციელდება საპილოტე პროექტი და შედეგების გადაფასების შემდეგ, მომდევნო წლებში უფრო გაფართოვდება. ეს იმას არ ნინავს, რომ  მომდევნო წელიწადს ამ მოდელზე გადასვლა იქნება იძულებითი. ყველაფერი მოხდება ეტაპობრივად. ეს მოდელი მიღებული მეთოდოლოგიაა და იმედი მაქვს მსოფლიო ბანკის ექსპერტები ამაში დაგვეხმარებიან,“- განაცხადა სერგეენკომ ქუთაისში ვიზიტისას.

ავტორი: ანა ჯანაშია