|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილს "ოქროს საწმისიდან" ფულის მითვისებაში ადანაშაულებენ

სამართლებრივი და სოციალურად დაუცველთა კავშირის თავმჯდომარემ გელა ხუნდაძემ შპს "ოქროს საწმისის" მიერ დაზარალებულ ქუთაისელებთან ერთად, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ასევე პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროსგან შპსოქროს საწმისისსაქმესთან დაკავშირებით მიღებულ პასუხებზე იმსჯელეს.

როგორც ხუნდაძემ განაცხადა, ყველა უწყებიდან მიღებული პასუხები, ბიუროკრატიულთან ერთად, კომიკურია, ვინაიდან საქმე იმ პიროვნებებს დაეწერათ წარმოებაში, რომელთაც უჩივიან.

ხუნდაძე "ოქროს საწმისიდან" ფულის მითვისებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც ადანაშაულებს.

"ოფშორულ ზონაში არსებული "ოქროს საწმისიდან" 20 მილიონი საქართველოში არსებულ "ოქროს საწმისის"ანგარიშზე ჩაირიცხა. აქედან 12 მილიონი მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ფონდში გადარიცხა. მილიონები კი მისი მთავრობის მაღალჩინოსნებმა მიითვისეს, რაშიც მათ პროკურორები და მოსამართლეები ეხმარებოდნენ,"- ამბობს სამართლებრივი და სოციალურად დაუცველთა კავშირის თავმჯდომარე გელა ხუნდაძე.

ავტორი: ანა ჯანაშია