|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა ორ დღეში მოხდება

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი, newpress.ge - სთან საუბარიში,  კოსტავას ქუჩაზე, რეაბილიტაციის გარეშე დარჩენილ გზის მონაკვეთთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც მიქიაშვილი ამბობს,კოსტავას ქუჩის გზის ბოლოს, ამოთხრილი ორმოს შეკეთება იმ მიზეზით არ მოხდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის მილია დაზიანებული.

"კოსტავას ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც გზის ორმოული შეკეთება არ მოხდა, წყლის მილია დაზიანებული. ამიტომ ჯერ ეს სამუშაოები უნდა დაასრულოს წყალმომარაგების კომპანიამ ვიდრე გზას დავაგებთ. დაახლოებით ორი დღის სამუშაოა, რომლის დასრულების შემდეგაც ამ მონაკვეთზე დაიგება გზა, ისე როგორც დანარჩენ ქუჩაზე დაიგო,"- ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი. 

ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, გზის ორმოული შეკეთება ორი კვირის წინ მოხდა. 


ავტორი: ანა ჯანაშია