|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ენერგეტიკის დღე აღინიშნა

ქუთაისში, ევროკომისიის "მერების შეთანხმების" ფარგლებში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა. 

"მერების შეთანხმების" ფარგლებში, ქუთაისის მერიას 2011 წლიდან აქვთ ვალდებულება საკუთარ ტერიტორიაზე 2020 წლისთვის 20%-ით  შემაციროს ნახშირორჟანგის ემისიები. აღნიშნული ვალდებულების შესრულება ქალაქში ენერგოეფექტური  ტექნოლოგიების დანარგვის საშუალებით უნდა მოხდეს. 
"მერების შეთანხმება"  ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების  ამაღლებას, ასევე პოლიტიკური და საქმიანი წრეების ინფორმიერებას  ენერგიის უფრო  ინტელექტუალური გამოყენების შესახებ", - განმარტა შეხვედრაზე  ქუთაისის  ვიცე-მერმა ეკონომიკის საკითხებში, კოტე ქავთარაძემ. 

ავტორი: თეკლე მორგოშია