|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩევნების მეორე ტურისთვის 3 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა

მერობისა და გამგებლების არჩევის მეორე ტურებისათვის, დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაიხარჯება, აქედან 3 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. 
დღეს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა განკარგულების პროექტი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. 
"წინასწარი გაანგარიშებით, არჩევნების მეორე ტური დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაჯდება. 1 600 000 ლარზე მეტი ცესკო-ს ანგარიშზე ნაშთი დარჩა, რომელსაც ის გამოიყენებს. დამატებით ამ ეტაპზე გამოვყოფთ 3 მილიონ ლარს. არჩევნების დასრულების შემდეგ, როცა ზუსტი ინფორმაცია გვექნება, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ", - განმარტა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ინტერპრესნიუსი 

ავტორი: ნიუპრესი