ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი შეადგინა - როგორ გადანაწილდა მანდატები
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ მიმდინარე წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა. აღნიშნული ოქმის თანახმად, "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატს შოთა მურღულიას - 50,9% ერგო, რომლითაც ის ქალაქის მერად იქნა არჩეული, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატს, გია თევდორაძეს - 26,14%, ხოლო საარჩევნო ბლოკი "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატს, თეიმურაზ შაშიაშვილს - 13,5%.
"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნების შედეგად,
საკრებულოში 18 დეპუტატი შეიყვანა. "ოცნებამ" ქალაქში არსებულ 10–ვე სამაჟორიტარო ოლქში
გამარჯვება მოიპოვა. კოალიციის პროპორციული სიით კი საკრებულოში 8 დეპუტატი შევა –გალაქტიონ ტოროშელიძე, დავით დვალი, თეიმურაზ კიკვაძე, გია ქობალიანი, ტარიელ მეტონიძე,
ვიქტორ დოლიძე, გელა გაბადაძე და რობიზონ წინწკალაძე.
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოში 4 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი – დავით გოგისვანიძე, ბესიკ ბრეგაძე, გია უკლება და ამირან ძოწენიძე.
საარჩევნო ბლოკი "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან" საკრებულოში დეპუტატის მანდატი პროპორციული სიის პირველ ნომერს, დავით წიტაიშვილს ერგო, "საქართველოს
პარტიოტთა ალიანსიდან" ასევე, სიის პირვველ ნომერს - დავით ჯანაშიას. ხოლო "საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან" ქუთაისის
საკრებულოს წევრი სამსონ გუგავა გახდა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახლადარჩეული საკრებულოს
პირველი სხდომა შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 30 დღეში უნდა გაიმართოს.
ავტორი: თეკლე მორგოშია