"წამალდამოკიდებული ავადმყოფია და არა დამნაშავე" - პარლამენტში 60 000 მოქალაქის ხელმოწერა შეიტანეს
"მკურნალობა დასჯის ნაცვლად," "წამალდამოკიდებული ავადმყოფია და არა დამნაშავე," "მოგვეცით ჯანმრთელობის უფლება," "ჩემი რეპრესია შენი რეგრესია,"- ეს ის სლოგანებია, რომლითაც დღეს, საქართველოს პარლამენტის წინ საქართველოში ნარკომომხმარებელთა მიმართ არსებული პოლიტიკა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტში საქართველოს 60 000 მოქალაქის ხელმოწერა შეიტანეს, რომლითაც ისინი კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.
"ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ, ეს მიდგომა აუციებლად უნდა შეიცვალოს და წამალდამოკიდებული ადამიანი კი არ დასაჯონ, არამედ დაეხმარონ და უმკურნალონ მათ,"- ამბობს აქციის მონაწილე, კოკა ლაბარტყავა.
პარლამენტის წინ გამართული აქციის მხარდამჭერები არიან - არასამთავრობო ორგანიზაციები - "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი," "მსოფლიო ექიმები საფრანგეთი," "ალტერნატივა ჯორჯია" და "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"
26 ივნისი მთელს მსოფლიოში ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორიო დღედ აღინიშნება.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა