ხუთშაბათი, 19 ივნისი, 2025 წელი 21:16:46
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

GRDI-ის რეიტინგში საქართველო ერთი პოზიციით დაწინაურდა

საცალო ვაჭრობაში ინვესტირებისთვის ყველაზე პერსპექტიული ქვეყნების რეიტინგში საქართველო მეშვიდე ადგილზე მოხვდა . კონსალტინგური კომპანია A.T.Kearney-ის 2014 წლის Global Retail Development Index-ის თანახმად, საქართველო გასულ წელთან შედარებით ერთი პოზიციით დაწინაურდა. 
GRDI-ის რეიტინგში საქართველოს ერთი პოზიციით მეზობელი სომხეთი უსწრებს, რომელიც მეექვსე ადგილს იკავებს. რეიტინგში რუსეთს მე-12 ადგილი უჭირავს, აზერბაიჯანი კი 30 ქვეყანას შორის ბოლო საფეხურზეა. 
ამასთან, საცალო ვაჭრობაში ინვესტირებისთვის ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა რეიტინგის მიხედვით, ჩილეა, მეორე ადგილზე ჩინეთია, ხოლოდ მესამე პოზიცია ურუგვაის უკავია. 
GRDI-ის რეიტინგში სულ 30 განვითარებადი ქვეყანა შედის. ქვეყნების შეფასება ხდება მთელი რიგი მაკროეკონომიკური და დარგობრივი პარამეტრების გათვალისწინებით. 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი