ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებს არ უშვებენ
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებს არ უშვებენ. შენობის შესასვლელში მყოფი დაცვა მედიის წარმომადგენლებს შიგნით შესვლის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე იმყოფებიან newpress-ისა და "ახალი გაზეთის" ჟურნალისტები.
საქმე იმაშია, რომ რამდენიმე წუთში (14:00 საათზე) ქუთაისის საკრებულოს სხდომა იწყება. შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებოდეს შენობაში ჟურნალისტების არ შეშვება.
სიტუაციის გასარკვევად მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლებთან ვცდილობთ დაკავშირებას, თუმცა არც ერთი მათგანი სატელეფონო ზარს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ მერიის დაცვამ ჟურნალისტები შენობაში რამდენიმე კვირის წინაც არ შეუშვა. "მე–9 არხისა" და გაზეთ "P.S"-ის ჟურნალისტებს, რომლებიც ასევე, საკრებულოს სხდომის გასაშუქებლად მივიდნენ ადგილზე, დაცვამ სხდომათა დარბაზში არ შეუშვა. მაშინ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ასეთი ბრძანება ზემოდან ქონდათ მიღებული. მოგვიანებით, საკრებულოს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდებოდა. თუმცა ჟურნალისტებს მერიაში ამჯერადაც არ უშვებენ.
ავტორი: ნეუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა