ქუთაისში ბიზნეს-ობიექტები იხურება
"ქირავდება", - "ვაქირავებ", - ასეთი წარწერები ქუთაისის ქუჩებში ბოლო ერთი
თვის განმავლობაში განსაკუთრებით მომრავლდა.
გასაქირავებელი
ფართები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
აღნიშნულ ობიექტებში, რომლებიც დღეს დამქირავებლის
მოლოდინშია, რამდენიმე თვის წინ სილამაზის სალონები, მარკეტები, დაბადების დღის ცენტრები
და სხვადასხვა ბიზნესობიექტები იყო მოწყობილი.
მცირე მეწარმეები
განმარტავენ, რომ ობიექტების გაუქმებისა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზეზი, ქალაქში არსებული არახელსაყრელი ბიზნესგარემოა.
როგორც მეწარმეები
ამბობენ, ქუთაისში სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მუშაობა თანდათანობით გაუარესდა.
ბოლოს კი, გაკოტრების წინაშე აღმოჩენილი მეწარმეები არათუ მოგებას, არამედ თანამშრომლებისთვის
ხელფასების დარიგებასაც ვერ ახერხებდნენ.
"ამიტომაც,
გაკოტრებას და წაგებაზე მუშაობას ჯობია არ იმუშაო. რამდენიმეჯერ ვცადე ადგილმდებარეობა
შეგვეცვალა", - ამბობს ერთ-ერთი მცირე მეწარმე, რომელსაც სილამაზის სალონისთვის
ფართი აღმაშენებლის გამზირზე ქონდა იჯარით
აღებული.
მცირე მეწარმეები
აღნიშნავენ, რომ ქუთაისი ბიზნესისთვის მზად
არ არის. როგორც მეწარმეების თქმით, მაღალი
კონკურენციის პირობებში, ქალაქში ბიზნესგარემო უფრო სხვაგვარი უნდა იყოს, ვიდრე დღეს.
რა პასუხი აქვთ
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში და რატომ დადგა დღის წესრიგში საბიუჯეტო პროგრამის
გადახედვა? ნახეთ სტატია მალე newpress.ge-ზე.
ავტორი: თეკლე მორგოშია