ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში კომერციული ფართი იხსნება?
ქუთაისში, წერეთლის ქუჩა #2-ში არსებულ შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი, კომერციული ფართის მოსაწყობად სარემონეტო სამუშაოებს უტარებენ.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტი" ფართოვდება. თუმცა, newpress.ge-თან საუბარში "სმარტში" ინფორმაციას უარყოფენ.
"გვირეკევან და გვეკითხებიან, ჩვენი არის თუ არა ის ფართი, რომლის მოწესრიგება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, "სმარტს" არ ეკუთვნის", - განმარტავენ "სმარტში".
აღნიშნულ მშენებლობას ადგილობრივი მცხოვრებლები და პარტია "თავისუფალი საქართველოსთვის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები აპროტესტებენ. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაის განცხადებით, შეუძლებელია აღნიშნული ფართი კომერციული მიზნით იყიდებოდეს.
"ასეთი ტიპის თაღი მესხიშვილის თეატრსაც აქვს და ისიც გაასხვისონ თუ კარგია. ახლა გამოჩნდება თუ რამდენად ქალაქის მოყვარე არიან ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატები, ნირვანაში რომ არიან და ნებივროვენ", - განაცხადა წულაიამ.
თავად, ობიექტის მეპატრონის, გელა რიაბუხას განმარტებით, ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა (თაღის შემინვა) კულტურის სამინისტროსთან არის შეთანხმებული.
"ადგილი, სადაც ჩვენ შემინვას ვაკეთებთ არ ეკუთვნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. უბრალოდ, ასეთ ნუსხაში შეყვანილი ობიექტი 30 მეტრში მდებარეობს. აღნიშნული მშენებლობა კანონის შესაბამისად არის შეთანხმებული. ის კომერციული მიზნით შენდება, სადაც გამორიცხული არაა "სმარტიც" განთავსდეს, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია",- ამბობს რიაბუხა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა