თორნიკე მარჯანიშვილი - თეატრში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დაქვემდებარებები
ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე მარჯანიშვილმა ბრიფინგი გამართა. მან საკუთარ გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც თეატრში აპირებს. მარჯანიშვილის თქმით, მენეჯერს ბევრი ფუნქცია ეკისრება: პროექტების მომზადება, ფინანსების მოზიდვა, თუმცა მას პირველ ნაბიჯად შიდა სიტუაციის დალაგება ესახება.
"თეატრში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი
და დაქვემდებარებები. ყველამ ზუსტად უნდა იცოდეს რა ევალება," - აღნიშნა მარჯანიშვილმა.
მისი თქმით, თუკი აქამდე მთელი პასუხისმგებლობა დირექტორსა
და სამხატვრო ხაელმძღვანელზე იყო, ახლა სასურველია ეს პასუხიმგებლობები თეატრის სხვა სეგმენტზეც გადანაწილდეს და ყველამ წარმოადგინოს საკუთარი პროექტი.
მარჯანიშვილი პრობლემას ხედავს შენობის მდგომარეობაში და მისი მოწესრიგების აუცილებლობაზე აქცენტირებს.
მარჯანიშვილის რწმენით, ოპერის თეატრი მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტია ქალაქში. თუკი ხელისუფლებისთვის ტურიმზმი პრიორიტეტული სფეროა, მაშინ ოპერას ამ მიმართულებით მნიშივნელოვანი ადგილი უკავია.
"ოპერის თეატრი ქუთაისის სავიზიტო ბარათია", - აღნიშნა მარჯანიშვილმა.
თორნიკე მარჯანიშვილი ოპერის თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ოფიციალურად 20 ივნისს დაინიშნა. მან ამ პოსტზე ხატია ვედმედევა შეცვალა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი