|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცაგერში ერთადერთი სამშობიარო სახლი შესაძლოა დაიხუროს

newpress.ge -ის  ინფორმაციით, ცაგერში, შესაძლოა, ერთადერთი სამშობობიარო სახლი დაიხუროს. სამედიცინო დაწესებულების შესაძლო დახურვის მიზეზი უცნობია. 

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, გოჩა მეგრელის განმარტებით, სამშობიარო სახლის შესაძლო დახურვაზე საუბარი ერთი კვირაა მიმდინარეობს. 
"ამ საკითხზე საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა სამინისტროს მიმართეს და რამდენადაც ვიცი, საკითხი ამ ეტაპზე შეჩერებულია", - განმარტავს newpress.ge-სთან საუბარში, გოჩა მეგრელი. 
ცაგერში არსებული სამშობიარო სახლი რამდენიმე წელია სადაზღვევო კომპანია "აისი ჯგუფის" შვილობილი კომპანიის, "მედიქალ პარკი საქართველოს" დაქვემდებარებაშია. "მედიქალ პარკი საქართველოში" აცხადებენ, რომ დამატებით ინფორმაციას სამშობიარო სახლის შესაძლო დახურვის თაობაზე, მხოლოდ ოფიციალური მომართვის შემდეგ გააკეთებენ. 
ცაგერში მხოლოდ ერთი სამშობიარო სახლი და ერთი საავადმყოფო ფუნქციონირებს. 
"ამ და სხვა საკითხებზე ჯანდაცვის მინისტრი ხვალ ბრიფინგს გამართავს", - განუცხადეს newpress.ge-ის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში. 

ავტორი: თეკლე მორგოშია