ხუთშაბათი, 19 ივნისი, 2025 წელი 05:04:43
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეს მუშაობს - პროექტი ქუთაისში პრიორიტეტების განსაზღვრისთვის

ქუთაისის მერიის 2015–2016 წლების ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოხდება.
მოქალაქეების გამოკითხვა პროექტის "ქუთაისი - ეს მუშაობს" ფარგლებში ჩატარდა.
როგორც პროექტის დირექტორი, მერაბ მეშველიანი ამბობს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობა პრიორიტეტად ქუთაისში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და დასაქმებისთვის ხელშეწყობას მიიჩნევს.
960 გამოკიხული რესპოდენტი თვლის, რომ ქუთაისში საკანალიზაციო, ღვარსადენებისა და წყლის სისტემების პრობლემის გადაჭრა, ასევე გზების მოწყობა, სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდების დასაქმებისთვის ხელშეწყობაა მთავარი საკითხები.
"პროექტის მიზანია ბიუჯეტის დაგეგმარება მოხდეს მოსახლეობის დაკვეთიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოხდა მოსახლეობის გამოკითხვა და გამოიკვეთა ის ძირითადი სფეროები, რომლებიც უნდა აისახოს ქუთაისის მერიის 2015-2016 წლების ბიუჯეტში,"-  ამბობს პროექტის დირექტორი მერაბ მეშველიანი.
პროექტი ქუთაისი - "ეს მუშაობს" ორ წლის მანძილზე გაგრძელდება.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

ავტორი: ანა ჯანაშია