|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ენერგო ომბუდსმენის რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა

იმერეთის რეგიონის მოსახლეობას ენერგეტიკული და წყალმომარაგების საკითხებზე არსებული პრობლემების შესახებ კონსულტაციებს ენერგო ომბუდსმენის იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობა გაუწევს. წარმომადგენლობის პრეზენტაცია დღეს, ადამიანის უფლებათა სახლში გაიმართა.

ენერგო ომბუდსმენის იმერეთის რეგიონული ოფისი კერძო პირების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან მიღებულ საჩივრებსა და მიმართვებს განიხილავს.
"ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მაქსიმალური სამართლებრივი დახმარების გაწევა მოქალაქეებისთვის და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება დარღვეული უფლებების აღსადგენად," - განაცხადა ენერგო ომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ენერგო ომბუდსმენის აპარატს მიმდინარე წელს განცხადებით 1029 ადამიანმა, სამართლებრივი კონსულტაციისთვის კი 627-მა მოქალაქემ  მიმართა. აპარატის მიერ გაწეული რეკომენდაციების შედეგად, მოქალაქეებს 244 619 ლარის უკანონოდ დარიცხული დავალიანება ჩამოწერათ.
ენერგო ომბუდსმენის იმერეთის რეგიონულ წარმომადგენლობას იურისტი, ნინო გულეიშვილი უხელმძღვანელებს.
 

ავტორი: დეა მანაგაძე