არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შაბათს, 12 ივლისს დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება ცესკომ წუხელ, გვიან ღამით გამართულ სხდომაზე მიიღო.
კომისიის სხდომაზე დადგა ალტერნატიული წინადადებაც, რომ არჩევნები დანიშნულიყო 16 ივლისს. სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ განმარტეს, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო დრო არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატებისათვის საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის. თუმცა, ამ წინადადებას ცესკო-ს სხვა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით არჩევნები 12 ივლისს დაინიშნა.
2014 წლის 12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერის, გამგებლის არჩევნების მეორე ტური 13 მუნიციპალიტეტში და 8 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდება.
ავტორი: ნიუპრესი