ქუთაისის ოპერის თეატრში აზერბაიჯანული სპექტაკლის ჩვენება გაიმართება
ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ქალაქ სუმგაითის (აზერბაიჯანი)სახელმწიფო მუსიკალური დრამატრული თეატრის წარმომადგენლებმა პრეს-კონფერენცია
გამართეს. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, სადაც სუმგაითოს თეატრის წარმომადგენლებმა
საკუთარ თეატრზე ისაუბრეს. „ქუთაისში პირველად ვართ და გვინდა
გაგაცნოთ ჩვენი თეატრი, რომელიც 45 წელს ითვლის, ანუ საკმაოდ ახლგაზრდაა, თუმცა ჩვენი
სპექტაკლი საკმაოდ საინტერესოა“, - აღნიშნა თეატრის დირექტორმა ისლამ გასანოვმა.
აღნიშნული თეატრი საქართველოს გასული საუკუნის 90-იან
წლებში სტუმრობდა თეატრალურ ფესტივალსზე„ოქროს ნიღაბი“. თეატრი ქუთაისში ჯონ პატრიკის
„ძვირფას პომელიას“ წარმოადგენს. რომლის დადგმა უკრაინელმა რეჟისორმა ტატიანა შევჩენკომ განახორციელა. სპექტაკლი მუსიკალურია და აზერბაიჯანულ ენაზე წარიმართება
რუსული სუბტიტრებით.
სუმგაითის თეატრი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით
მოიწვიეს.ეს უკვე მეორე აზერბაიჯანული თეატრია,რომელიც ქუთაისს სტუმრობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა სუმგაითის თეატრში იგეგმება ყურბან საიდის ცნობილი რომანის „ალი
და ნინოს’ დადგმა, რომელსაც ქუთაისელი რეჟისორი, ახალგაზრდული თეატრის დირექტორი ზურაბ
ფხაკაძე განახორციელებს.
შეხვედრაზე ისიც აღინიშინა, რომ აზერბაიჯანი ხშირად იწვევს ქართულ თეატრებს, თუმცა საქართველოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები ნაკლებია. ქუთაისი ამ მიმართულებით გაცილებით აქტიური აღმოჩნდა.
სუმგაითის თეატრში ქუთაისური ფოლკლორული ანსამბლის "ბერმუხა" მიწვევაც იგეგმება.
სუმგაითის თეატრის სპექტაკლის ჩვენება 8 ივლისს,ოპერის თეატრში გაიმართება, 18.30 საათზე.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი