|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობაზე იმსჯელებენ

საქართველოს 2014-2015 წლების XXVI ეროვნული ჩემპიონატის სეზონში მონაწილე გუნდების რაოდენობის საკითხზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი მორიგი სხდომის ჩასატარებლად ფედერაციის ოფისში შეიკრიბება.  
აღნიშნული საკითხის გარდა, კომიტეტის სხდომაზე სფფ-ის XXIII ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცების შესახებაც იმსჯელებენ, რომელიც მიმდინარე წლის 27 ივლისს გაიმართება. 
აღმასკომის სხდომა ფედერაციის ოფისში 15.00 საათზე დაიწყება. 

ავტორი: ნიუპრესი