|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაია ფანჯიკიძე - ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამინისტრო მუდმივ კონტაქტშია საელჩოსთან

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტშია საქართველოს საელჩოსთან და საკონსულოსთან, - ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ისრაელში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
"ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, არაფერი ცუდი ჩვენს მოქალაქეებს არ შემთხვევიათ და, შესაბამისად, ჩვენ არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია რაიმე საშიში მდგომარეობის შესახებ, მაგრამ საელჩო და საკონსულო არიან მუდმივი მუშაობის რეჟიმში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყველა მოქალაქეს, ვისაც რაიმე სახის დაბრკოლება შეექმნება, შეუძლია, მიმართოს საქართველოს საელჩოს და საკონსულოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს და რეაგირება იქნება მყისიერი. 
გუშინ "ჰამასის" ბოევიკებმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და დაახლოებით 120 რაკეტა გაუშვეს. ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო ავიაშეტევას სულ მცირე 27 პალესტინელი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. 

წყარო:interpressnews.ge

ავტორი: ნიუპრესი