|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.

სასამართლო პროცესს ვანო მერაბიშვილი არ ესწრება. აღნიშნულ პროცესზე ზურაბ ჭიაბერაშვილი და ადვოკატები იმყოფებიან. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  ჭიაბერაშვილს 50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ავტორი: ნიუპრესი