ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი 25 ივლისს განახლდება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ყოფილი პერმიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის საქმის განხილვა უკვე დასრულდებულია. მხარეებმა დღეს სასმართლო პროცესზე თავიანთი შუამდგომლობები დააყენეს. პროკურორის ნათია სონღულაშვილის განმარტებით ისინი შუამდგომლობას აყენებენ ვანო მერაბეშილთან მიმართებაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოხსნილ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებასთან დაკავშირებით. პროკურორებმა ასევე შუამდგომლობა დააყენეს ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებასთან მიმარტებაში, რომელიც კვალიფიკაციის შეცვლას ეხება.
" ჩვენ ვითხოვთ
იმ ბრალდების დამატებას, რომელიც საქალაქო სასამართლომ მოუხსნა ეს არის ამომრჩევლების
მოსყიდვა გულგრილობა, და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება", - აღნიშნა პროკურორმა
სონღულაშვილმა.
ბრალდების მხარის ადვოკატების განმარტებით ისინი მზად
არიან დაიცვან ბრალდებულები. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ საქმე სტრასბურგამდე
მივიდეს.", -ამბობს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.
ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის მორiგი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის
25 ივლისს 2 სააათზე გაიმართება.
ავტორი: თეკლე მორგოშია