გენმოდიფიცირებული პროდუქციის ქართულ ენაზე მარკირება სავალდებულო ხდება
გენმოდიფიცირებული პროდუქციის ქართულ ენაზე მარკირება 1 აგვისტოდან სავალდებულო ხდება.
როგორც BPI-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სააგენტომ ფინანსთა სამინისტროს დახმარებით, ბიზნესმენთა ინფორმირების მიზნით გარკვეული ღონისძიებები გასწია და ერთგვარი საინფორმაციო კამპანიაც აწარმოა.
სააგენტოში ამბობენ, რომ მოთხოვნის ძალაში შესვლამდე სააგენტო დამატებით ინსტრუქციებს კიდევ გაავრცელებს.
კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ პროდუქციაზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ შეიცავს თუ არა პროდუქცია გენმოდიფიცირებულ დანამატებს.
სააგენტოში განმარტავენ, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში მეწარმეს 500 ლარიანი ჯარიმა ეკისრება, კანონი ასევე ითვალისწინებს პროდუქციის სავაჭრო ქსელიდან ამოღებას.
bpi.ge
ავტორი: ნიუპრესი