|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ადეიშვილების ოჯახი ბათუმში დაკარგულ 14 წლის გოგონას ეძებს

ქუთაისში  მცხოვრები ადეიშვილების ოჯახი  14  წლის დაკარგულ გოგონას ეძებს.

გოგონას გაუჩინარების თაობაზე ინფორმაცია Newpress. ge - ს ოჯახის ახლობელმა მოაწოდა. მისი თქმით გოგონა ურეკში 12 დღის წინ დაიკარგა, რომელიც ბანაკში იმყოფებოდა.

ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ საქმეში პირველივე დღიდან ჩაერთო საგამოძიებო ორგანოები, თუმცა დღემდე არანაირი კვალი და რეაგიება არ არის.

დაკარგული გოგონას საქმესთან დაკავშირებით ოჯახის წევრები ბრიფინგს დღეს, ქუთაისში 11:30 - საათზე გამართავენ, სადაც დეტალებზე ისაუბრებენ.

ავტორი: ანა ჯანაშია