|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია მართვის ტერიტორიულ ორგანოებს აუქმებს

ქუთაისში, მერიის მართვის ტერიტორიული ორგანოები უქმდება. ქალაქში არსებული 12 მართვის ტერიტორიული ორგანოს გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტებს დღეს ეცნობათ. 

მერის მოვალოების შემსრულებლის, ნოდარ მიქიაშვილის განმარტებით, არსებული ფორმით მუნიციპალიტეტების გაუქმებას, თვითმმართველობის ახალი კოდექსი არეგულირებს.
"კანონის თანახმად იცვლება სახელწოდება მუნიციპალიტეტების. მართვის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები ორშაბათიდან საბინაო კომუნალური მეურნეობის სამსახურის თანამშრომლები იქნებიან, იგივე ხელფასით და იმავე რაოდენობით", - ამბობს newpress.ge-სთან საუბარში მიქიაშვილი. 
ამ დროისთვის ქუთაისში არსებულ 12 მართვის ტერიტორიულ  ორგანოში 100-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული.  რომელთა შემცირება რეორგანიზაციის შემდგომ ეტაპზე მოხდება.

ავტორი: თეკლე მორგოშია