|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფოლკლორი ყველაფრის საფუძველია - არტ-გენი ქუთაისში

ქუთაისში, სასტუმრო „იმერის“ ტერიტორიაზე ფესტივალი არტ-გენი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ფოლკლორული კონცერტები, გამოფენები და საქართველოს სხვადასხავა კუთხის სამზარეულოები წამოადგინეს.  

არტ -გენის წლევანდელ ფესტივალს ორი მასპინძელი ყავდა თელავი და ქუთაისი. თელავმა აღმოსავლეთ საქართველოს უმასპინძლა, ქუთაისმა დასავლეთს. თუმცა ქუთაისში გამართულ ფესტივალს, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ,დასკვნითი საღამოს სახე მიეცა და მეტი მრავალფეროვნება შეიძინა. 12 ივნისის ფესტივალზე ფოლკლორთან ერთად თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებიც იყო წარმოდგენილი, თანამედროვე მხატვრობა და მუსიკა.

არგ-გენი უკვე 10 წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს, ფეტივალი არაკომერციულია და მის მიზანს საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიაზაცია. ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისვთვის გაცნობა. ასევე მოძიებული მასალების დაარქივება და შენახვა წარმოადგენს.

ფოლკლორის განსაკუთრებულ როლზე კულტურაში მიუტითებს არტ- გენის დასავლეთ საქართველოს ორგანიზატორი, მუსიკოსი გაგა ჩიხლაძე.

„ფოლკლორი არის ძირი ყველაფრის, ანი და  ბანი, თუნდაც  მუსიკის. მერე რასაც ქმნი საფუძვლად ფოლკლორი უდევს, მეც არტგენელი ვარ, მეც მომიწია ამ სკოლაში ცხოვრება. არტ გენმა მოიარა მთელი საქართველო, აღადგინა გადაშენების პირას მყოფი კილოები, ანუ ძალიან დიდი საქმე გაკეთდა", - აღნიშნა გაგა ჩიხლაძემ.

არტ-გენის ერთ-ერთი ორგანიზატორი მხოლოდ წარსულზე ორიენტაციის მავნებლობაზეც მიუთითებს 

„ ისიც უნდა ითქვას, რომ ტემპი  წინ არ წავიდა უკან წავიდა. წარსულს მივტირით და იმით ვამაყობთ, რაც სამი საუკუნის წინ შეიქმნა.დღეს ფოლკლორი ჩემი აზრით არ იქმნება თანამედროვე მუსიკაში ვიყენებთ ამ მაგარ ფრაზებს, მაგრამ ახალი სიტყვა ნაკლებად იქმნება“, - აღნიშნა გაგა ჩიხლაძემ.

ფესტივალ არტ-გენის ქუთაისური საღამო ჯგუფ "ფრანისა"და რობი კუხიანიძისა და "აუტსაიდერის" კონცერტით დასრულდა.

არტ-გენის ქუთაისური საღამოს ორგანიზატორი და მხარდამჭერი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურია.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი