ქუთაისში flea market-ი პირველად გაიმართა
ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის
ბაღში flea market-ი მოეწყო. Flea market-ი იგივე მეორადი ბაზრობა ქუთაისში პირველად ტარდება და იგი გულისხმობს
მეორადი ან საკუთარი ხელნაკეთი ნივთების, პროდუქტების გამოტანას და რეალიზებას. „ასეთი
ბაზრობები ტარდება ევროპის ყველა ქალაქში, მათ შორის თბილისშიც. ჩვენი ქალაქი მოკლებულია ბევრ კარგ სიახლეს და ბევრ
კარგ ღონისძიებას, სულ დგას საკითხი - სად
წავიდეთ?! რადგან არსად წასასვლელი არ გვაქვს. შესაბამისად ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი საკუთარი პროდუქტის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენას, ადმიანების დაინტერესებასა და რეალიზებას
ვერ ახერხებს. ამიტომ გადავწყვიტე გაგვეკეთებინა
flea market-ი ქუთაისში“, - აღნიშნა flea market-ის ქუთაისში გამართვის იდეის ავტორმა და ორგანიზატორმა მარიტა ტყეშელაშვილმა.
მარკეტი მთელი ზაფხულის განმავლობაში იფუნქციონირებს და ყოველ
კვირა დღეს აღნიშნულ ბაღში გაიმართება. მასში
მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ მსურველს. „ნებიემიერ ადამიანს შეუძლია შემოგვიერთდეს, გამოიტანოს
აქ ნებისმიერი რამ, რაც მის ფანტაზიაში ჯდება ან მის ფანტაზიას აღემატება და გაყიდოს“,
- ამბობს მარიტა ტყეშელაშვილი.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი