ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, ამ წუთებში მიმდინარეობს. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს სხდომა ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა გახსნა.
რიგით მეხუთე მოწვევის საკრებულო 25 მანდატიანია. სადაც ხუთი პარტია არის წარმოდგენილი.
2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ქუთაისის საკრებლოში უმრავლესობა მმართველმა გუნდმა 18 კაციანი შემადგენლობით მოიპოვა.
ახალი მოწვევის საკრებულომ დღეს, დღის წესრიგით გათვალისწინებული 24საკითხი უნდა განიხილოს.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა