ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დვალი აირჩიეს
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია.
ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი გახდა.
კენჭისყრაში მონაწილეობა 21 დეპუტატმა მიიღო, რომელთაგან დვალმა 20 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.
ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა საკრებულოს უმცირესობის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არ მიუღიათ.
ქუთაისის საკრებულოს ახლდაარჩეული თავმჯდომარე დავით დვალი, წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გახლდათ პარტია "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან."
2012 წლის საპრლამენტო არჩევნების შემგდომ დავით დვალი "ქართულ ოცნებას" შეუერთდა.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა