ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში ოთხი ფრაქცია შეიქმნა
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში უკვე ოთხი ფრაქცია შეიქმნა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ქობალიანია, ხოლო წევრები - ირმა პეტრიაშვილი, მურმან გუბელაძე, თეიმურაზ ნადირაძე, დავით დვალი, ტარიელ მეტონიძე და გალაკტიონ ტოროშელიძე.
ფრაქცია "ქართული ოცნება მრეწველები"-ის თავმჯდომარე ლაშა გვენეტაძე გახდა, წევრები კი ბექა ყანჩელი და ვიქტორ დილიძე.
ქუთაისის საკრებულოში ასევე ჩამოყალიბდა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", რომლის თავმჯდომარე დავთ გოგოსვანიძეა, ხოლო წვრები - ამირან ძოწენიძე, გია უკლება და ბესო ბრეგაძე.
რიგით მეოთხე ფრაქციის "ქუთაისისათვის" თავჯდომრეა დავით წიტაიშვილია, წევრები კი "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი დავით ჯანაშია და "ლეიბორსტებიდან" სამსონ გუგავა.
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულომ დღეს პირველი სხდომა გამართა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის გადაწყვეტილებით, სხდომა შეწყდა.
საკრებულოს სხდომა ოთხშაბათს ათ საათზე განახლდება.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა