მანქანების აქსესუარების ქურდობა ისევ დაიწყო
სადაზღვევო კომპანია "არდი" 2014 წლის 6 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, სადაც დაფიქსირდა ისეთი სადაზღვევო შემთხვევები, როგორიცაა ავტომობილის აქსესუარის ქურდობა, რაც პრაქტიკულად 2013 წლამდე არ მომხდარა.
სადაზღვევო კომპანიაში წვრილმანი კრიმინალის გახშირებულ ტენდენციაზე მიანიშნებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის ზარალი 2013 წლამდე არ დაფიქსირებულა,რაც საამაყო და სამაგალითო ფაქტი იყო "არდის" გადამზღვეველი უცხოელი კომპანიებისთვის.
"არდის" ახალი სტატისტიკის მიხედვით, ასევე იმატა შემთხვევებმა, როდესაც მძღოლს გაჩერებული ავტომობილი დაზიანებული დახვდა. ასეთი კატეგორიის შემთხვევადაზიანებული ავტომობილების 1/3-ზე დაფიქსირდა.
"არდის" მონაცემებით, ყველაზე ნაკლებზარალიანი კერძო სექტორის კორპორაციული სეგმენტია, შემდეგ საცალო, ხოლო ყველაზე ზარალიანი კვლავ სახელმწიფო სექტორია, კერძოდ, 6 თვეში დაზღვეული სახელმწიფო ავტომობილების 65 %-ს ზარალი მოუვიდა, რაც 10-ჯერ აღემატება კერძო კომპანიების ავტომობილების ზარალთა შემთხვევებს.
"არდის" კვლევებმა კიდევ ერთი საინტერესო შედეგი აჩვენა. 2014 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, შემთხვევათა 60 % მამაკაცებზე მოდის, ხოლო 40 % - ქალბატონებზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქალბატონები უფრო ფრთხილი მძღოლები არიან. ქალბატონთა ზარალების საშუალო მაჩვენებელი 11 %-თ მცირეა მამაკაცების ზარალების საშუალო მაჩვენებელზე.
commersant.ge
ავტორი: ნიუპრესი